ENG / GEO
კომპანია „პინგო“ 2014 წელს დაარსდა და ამავე წლიდან გამოჩნდა ბაზარზე. კომპანიის დამფუძნებლები არიან ოთხი ძმა: გელა, გიორგი, დავითი და ვიტო გელაშვილები. გუნდმა, რომელსაც უკვე ჰქონდა 15 წლიანი გამოცდილება წარმოების სფეროში, მიზნად დაისახა, ახალი ნაყინის ბრენდის გამოშვება დაბალი ფასითა და მაღალი ხარისხით. პროექტის განვითარებას ასევე ხელი შეუწყო სამთავრობო პროგრამამ „აწარმოე საქართველოში“.
 
ნაყინი „პინგო“ მზადდება ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულითა და წარმოებისთვის შესაბამისი გარემო პირობრბის დაცვით. ნაყინის 80%-ს იმპორტირებული ნედლეული შეადგენს. ამ ეტაპზე, კომპანია ძირითად ინგრედიენტებად იყენებს უმაღლესი ხარისხის „ვალიოს“ კარაქს და „როშენის“ რძეს.

კომპანიაში არსებობს ლაბორატორია, რომლის მთავარი ფუნქციაა როგორც შემოტანილი ნედლეულის, ისე უკვე მზა პროდუქტის შემოწმება. „პინგოში“ დასაქმებულ პერსონალს გააჩნია რამდენიმე წლიანი გამოცდილება და კვალიფიკაცია ნაყინის წარმოების სფეროში.

წარმოებას აქვს მინიჭებული „აისო“ სერთიფიკატი, რომელიც ადასტურებს საწარმოში სანიტარული ნორმების ზედმიწევნით დაცვას და პროდუქციის მაღალ ხარისხს. კომპანია მიზნად ისახავს ქსელის გაფართოებას, ხარისხის მუდმივი განვითარებითა და მისი შენარჩუნების გზით.

გუნდი

  • გელა გელაშვილი
  • დავით გელაშვილი
  • გიორგი გელაშვილი
  • ვიტო გელაშვილი