ENG / GEO

პარტნიორობა

ნაყინი „პინგო“ საქართველოს მასშტაბით ნაყინების წარმოების სფეროში ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც კლიენტებს ონლაინ შეკვეთის სისტემას სთავაზობს.
 
ონლაინ შეკვეთის სისტემით, თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ წარმოებაში არსებული თქვენთვის სასურველი სახეობის ნაყინი, სასურველი რაოდენობით, რომელსაც დისტრიბუციის საშუალებით მოგიტანენ საქართველოს ნებისმიერ წერტილში. იმისათვის რომ, შეძლოთ ამ უპირატესობით სარგებლობა, თქვენ უნდა წარმოადგენდეთ კომპანიას. რეგისტრაციისთვის საჭიროა: კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი და იურიდიული მისამართი. რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემთხვევაში, თქვენ დაგიკავშირდებათ კომპანია „პინგო“-ს ადმინისტრატორი, რომელიც მოგცემთ საიტზე შესასვლელ პაროლს. ამის შემდეგ თქვენ შეძლებთ, იხილოთ პროდუქტების სადისტრიბუციო ფასები. კომპანია პარტნიორ კლიენტებს სთავაზობს დაახლოებით 7%-იან ფასდაკლებას.