Deprecated: Creation of dynamic property Page_Article::$title is deprecated in /home/z100438/domains/pingo.ge/website_back/engine/classes/Page.php on line 35

Deprecated: Creation of dynamic property Page_Article::$news is deprecated in /home/z100438/domains/pingo.ge/website_back/engine/classes/Page.php on line 32

Deprecated: Creation of dynamic property Page_Article::$data is deprecated in /home/z100438/domains/pingo.ge/website_back/pages/article/Article.php on line 48
ქართულ ნაყინებში ახალი „პინგო“ ლიდერობს | pingo.com.ge
ENG / GEO
ქართულ ნაყინებში ახალი „პინგო“ ლიდერობს
04/07/2015

ქართულ ნაყინებში ახალი „პინგო“ ლიდერობს

რომელია თქვენი საყვარელი ქართული ნაყინის მწარმოებელი კომპანია - MYREST.GE-მ ამ შინაარსის გამოკითხვა ჩაატარა,  რომელიც 3 კვირა გრძელდებოდა. მომხმარებლებს არჩევანი 8 ნაყინის მწარმოებელ კომპანიას შორის უნდა გაეკეთებინა - „ბარამბო", „პინგო", „თოლია", „გურჯაანი", "ლიდერი", "ალგინდა", "პოპი" და "კამპარა".

 

გამოკითხვაში myrest.ge-ს 100-ზე მეტმა მომხმარებელმა მიიღო მონაწილეობა და უმრავლესობამ უპირატესობა  ახალ ნაყინს „პინგოს" მიანიჭა, ის მომხმარებელთა 22%-მა აირჩია. "პინგო" გაყიდვაში რამდენიმე თვეა ჩაეშვა და უკან ჩამოიტოვა "გურჯაანი" და "თოლია". 

მეორე ადგილზე გავიდა "გურჯაანი" 20%-ით. მესამე ადგილი კი "თოლიამ" დაიკავა 19%-ით. 

დანარჩენი ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

 

 „ბარამბო" - 16%,

„ალგიდა" - 10%,

„კამპარა" -  8% ხმა,

"პოპი" - 4 %,

"ლიდერი" - 1%.